მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ომის 56-ე დღე: რუსეთ-უკრაინის ბრძოლის ველის ცხელი წერტილები

625fb098ccba2
ვიქტორია მღებრიშვილი
20.04.22 11:15
1719
რუსეთის ჯარები დონეცკის ოლქში ქალაქ ლიმანზე თავდასხმის მიზნით გადაჯგუფებას ახორციელებენ. რუსეთ-უკრაინის ომის 56-ე დღისთვის არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

მათი ცნობით, 20 აპრილის 6 საათის მდგომარეობით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წამოწყებული სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესია გრძელდება. კერძოდ, მოწინააღმდეგე აღმოსავლეთის საოპერაციო ზონაში დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში სრული კონტროლის მოპოვების მიზნით შეტევით მოქმედებებს ახორციელებს, არ წყვეტს სარაკეტო დარტყმებს სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე უკრაინის მთლიან ტერიტორიაზე.

ვოლინსკის და პოლესკის მიმართულებით სამხედროებს აქტიურ ქმედებებისთვის არ მიუმართავთ. გენშტაბის ცნობით, უკრაინის მიმართულებით სარაკეტო თავდასხმები რუსეთის ავიაციის მიერ ბელარუსის ტერიტორიის, აეროდრომების ქსელისა და საჰაერო სივრცის გამოყენებით ხორციელდება.

ბელარუსის შეიარაღებული ძალების გარკვეული დანაყოფები ბრესტის და გომელის ოლქებთან უკრაინა-ბელარუსის საზღვრის დაცვას ახორციელებენ.

სივერის მიმართულებით უკრაინა-რუსეთის საზღვრის ამ ნაწილის დაცვა მტრის მიერ გაძლიერებულ რეჟიმში მიმდინარეობს.

სლობოჟანისკენ მტერი გადაჯგუფებას და მარაგების შევსებას ახორციელებს. ხარკოვის ნაწილობრივ ბლოკადას და ქალაქის მიმართულებით ცეცხლის წარმოებას აგრძელებს.

იზუმის მიმართულებით სოფლების სულიგოვკას და დიბროვნოეში შეტევის განხორციელებას ცდილობენ.

დონეცკის დ ტავრიისკის მიმართულებით რუსეთის ჯარები უკრაინის დამცველების მიმართულებით ცეცხლის წარმოებას და შეტაკების ხაზის გასწვრივ სუსტი ადგილების მოძიებას განაგრძობენ.

სამხედრო მოქმედებები გრძელდება კრემნაიას, ტორსკოეს და ზელიონაია დალინას დასახლებულ პუნქტებში.

დგინდება, რომ მტერი ქალაქ ლიმანზე თავდასხმის მიზნით გადაჯგუფებას ახორციელებს, ასევე მოწინააღმდეგე პოპასნოის სიღრმისკენ წაწევას ცდილობს.

რუბეჟნოის და სევეროდონეცკის მიმართულებით რუსი სამხედროების მიერ შტურმის მცდელობის შემდეგ ადგილობრივ საავადმყოფოში გადაყვანილია 130 რუსი სამხედრო. ზუსტი რაოდენობა დგინდება.

დონეცკის მიმართულებით მტერი თავდასხმით ქმედებებს მარინკის რაიონში აწარმოებდა.

დამპყრობლების ძირითადი ძალისხმევა მარიუპოლის აღებისკენ არის მიმართული, გრძელდება შეტევა "აზოვსტალის“ ქარხნის რაიონში.

საბრძოლო მოქმედებები ხორციელდება ველიკაია ნოვოსელკას, როვნოპოლის და სტოროჟევოიეს დასახლებულ პუნქტებში და ჯარების ლოგისტიკურ უზრუნველყოფას აგრძელებს.

გენშტაბის ცნობით, ხერსონის ოლქის ადმინისტრაციული საზღვრებზე გასვლის მიზნით დამპყრობლები აგრძელებენ ცეცხლის წარმოებას უკრაინის თავდაცვის ძალების პოზიციების მიმართულებით.

ხარკოვის ოლქიდან რუსეთის ჯარების მძიმე დანაკარგების გამო მესამე მოტომსროლელი დივიზიის დასავლეთის მე-20 საერთოსაჯარისო არმიის 237-ე სატანკო ტაქტიკური ჯგუფი მუდმივი განთავსების პუნქტში ბრძოლისუნარიანობის აღდგენისთვის გადაიყვანეს.

დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში გასული დღე-რამის განმავლობაში უკრაინის დამცველებმა დამპყრობლების 10 შეტევა მოიგერიეს, გაანადგურეს 12 ტანკი, ერთი საარტილერიო სისტემა, 2 ერთეული საავტომობილო და 28 ერთეული ჯანვშანტექნიკა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში 9 საჰაერო მიზანი გაანადგურეს, მათ შორის თვითმფრინავი, 6 სხვადასხვა ტიპის უპილოტო აპარატი და ფრთოსანი რაკეტა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები