მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ომმა საჰაერო სატვირთო გადაზიდვების მოთხოვნა შეამცირა - Easycharter

637c94b1e54f2
მარიამ ვარადაშვილი
22.11.22 16:17
481
სატვირთო ავიაკომპანიის Easycharter-ის დირექტორი რატი ძერია ამბობს, რომ 2022 წლის ივლისამდე კომპანია სრული დატვირთვით მუშაობდა, თუმცა ამ ეტაპზე რეისები შემცირებულია.

BMGTV-ის ეთერში ძერიამ ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევად ომის გამო გაძვირებულ საავიაციო საწვავი დაასახელა, რომელიც ავიაკომპანიებისთვის ყველაზე დიდი ხარჯია.

“რუსეთის უკრაინაში შეჭრა ყველაზე დიდი გამოწვევაა, რომლის გავლენასაც კიდევ ათწლეულების განმავლობაში ვიგრძნობთ. რუსეთის მიმართ დაკისრებულმა სანქციებმა და რუსეთის ტერიტორიის არგამოყენებამ, ძალიან დიდი პოტენციალი გააჩინა საქართველოს გავლით ტვირთების გადაზიდვებზე, თუმცა რეგიონში არსებულმა სიტუაციამ და ევროპაში არსებული რეცესიის შიშმა სატვირთო გადაზიდვებზე მოთხოვნა მაინც შეამცირა. ამას გარდა, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი საავიაციო საწვავია, რომელსაც რეისის ხარჯებში ყველაზე დიდი წილი უკავია. თუ აქამდე ფასი იცვლებოდა თვეში ერთხელ ან ორჯერ, დღეს ძალიან ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ევროპაში ფასი სამ დღეში ერთხელ იცვლება. სანქციებმა, მიწოდების ჯაჭვების დარღვევამ და გაურკვევლობამ ნავთობის ფასში ძალიან დიდი ნახტომი გამოიწვია”,-ამბობს ძერია.

ცნობისთვის, საქართველოში რეგისტრირებული Easycharter-ი ჩარტერულ საჰაერო გადაზიდვებს ახორციელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები