მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ომმა უკრაინას $700 მლრდ-ის ზარალი მიაყენა - პრემიერი

63b526d46f4b0
ვიქტორია მღებრიშვილი
04.01.23 11:35
698
უკრაინამ რუსეთის შეჭრის შედეგად, 2023 წლის დასაწყისის მონაცემებით, 700 მლრდ დოლარის ზარალი განიცადა. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ჯერ კიდევ ივნისში აღნიშნული თანხა ორჯერ ნაკლები იყო.

„მსოფლიო ბანკთან ერთად უკრაინის სწრაფი აღდგენის საჭიროებების გამოსავლენად მორიგი ვერიფიკაციის გატარებას ვაპირებთ. შეგახსენებთ, რომ ივნისისთვის ომის შედეგად მიღებული ზარალი 350 მლრდ დოლარს შეადგენდა. ჩვენს ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული თავდასხმების გათვალისწინებით, დღეს ეს თანხა 700 მლრდ დოლარზე მეტია“, - განაცხადა შმიჰალმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები