რუმინულმა OMV Petrom-მა საქართველოს შავი ზღვის შელფზე ნავთობის კვლევა-ძიების ლიცენზია 2021 წლის 10 მარტს, საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებით მოიპოვა. კომპანიასთან არსებული სალიცენზიო ხელშეკრულება 5,300 კვადრატული კილომეტრის ფართობის შესწავლას მოიცავს.
დღეს OMV Petrom-მა განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ კომპანია საქართველოსა და ბულგარეთის სანაპიროებთან არსებული ლიცენზიების ფარგლებში ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების სამუშაოებში 2030 წლამდე ყოველწლიურად 30 მილიონი ევროს ინვესტიციას განახორციელებს.
საქართველოს შემთხვევაში 3D სეისმური ძიების პროცესი 2022 წელს უნდა დაიწყოს, რასაც მიღებული შედეგების გაანალიზების სამუშაოები მოჰყვება. საბადოს აღმოჩენის შემთხვევაში კომპანია საცდელ ჭაბურღილებს ააშენებს.
საქართველოსთან შედარებით უფრო წინ წასულია პროცესი ბულგარეთის სანაპიროსთან, სადაც 2022-2023 წლებში Han Asparuh-ის 5,000 კვადრატული კილომეტრის სალიცენზიო არეალში პირველი ჭაბურღილი მოეწყობა, რასაც შემდგომ წლებში 2-3 ჭაბურღილიც მოჰყვება.
კომპანიის ყველაზე დიდ საინვესტიციო პროექტს ნეპტუნის გაზის საბადო წარმოადგენს, რომელიც რუმინეთის სანაპიროსთან მდებარეობს. კომპანია ამ საბადოდან არანაკლებ 50 მილიარდი მეტრ კუბი ბუნებრივი აირის მოპოვებას განიხილავს, მის საინვესტიციო პოტენციალს კი 2 მილიარდ ევროდ აფასებს. პროექტის მიხედვით, ამ საბადოდან გაზის მოპოვება 2026-2027 წლებში უნდა დაიწყოს.
კომპანიის სალიცენზიო არეალები შავ ზღვაში: