მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ონკოლოგიური დაავადების მქონე ყველა ბავშვი სახელმწიფოს მიერ დაფინანსდება“ - პრემიერი

644658eb5d7a5
თინათინ ნატმელაძე
24.04.23 14:22
699
„მე დავავალე ჯანდაცვის მინისტრს და დავიწყეთ ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე მუშაობა - საქართველოში მცხოვრები ონკოლოგიური დაავადების მქონდე 300-მდე ბავშვის მკურნალობა სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ბავშვების მკურნალობისთვის ბიუჯეტიდან 30 მილიონი ლარის ოდენობის თანხაა გამოყოფილი, რაც ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის, ცხოვრებისა და მგზავრობის ხარჯებს სრულად აანაზღაურებს.

„მოგეხსენებათ, რომ საქართველოში, სამწუხაროდ, არ არის ყველა ის პირობა, რომ სრულყოფილი, ხარისხიანი და მაღალი სტანდარტის სერვისები მივაწოდოთ ბავშვებს და ხშირ შემთხვევაში მათი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაშვება გვჭირდება, რაც მრავალი ათასი ამერიკული დოლარი ჯდება, ხანდახან ერთი კურსის ღირებულება 100 000 ევროსაც შეადგენს. რა თქმა უნდა, ამის საშუალება ჩვენს მოქალაქეებს არ აქვთ და სახელმწიფოსაც გარკვეული შეზღუდვები აქვს, ამიტომ ეს საკითხი მოუწესრიგებელი იყო.

ჩვენ შერჩეული გვაქვს რამდენიმე საუკეთესო კლინიკა მთელს მსოფლიოში, სადაც ამ ბავშების მკურნალობა მოხდება. ჩვენი ვალი არის, რომ ყველა ასეთ ადამიანს დავეხმაროთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები