მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

OPEC-მა საერთაშორისო ბაზარს ნავთობის მიწოდება მკვეთრად შეუმცირა

642a7d5e513e5
გიორგი თოლორდავა
03.04.23 11:16
581
ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციამ (OPEC+) საერთაშორისო ბაზრისთვის ნედლი ნავთობის მიწოდების მკვეთრად შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.

ნავთობის ყოველდღიური წარმოება მკვეთრად, 1.16 მილიონი ბარელით შემცირდება, რაც OPEC-ის ხელმძღვანელობის დამოკიდებულების ცვლილებაზე მიუთითებს. საგულისხმოა, რომ შემცირების გადაწყვეტილებმა ორგანიზაციამ მიმდინარე წელს პირველად მიიღო.

OPEC-ის წარმომადგენლობის განმარტებით, მიწოდების შემცირების მიზეზი მსოფლიოს მასშტაბით გაუარესებული მაკროეკონომიკური მდგომარეობა და რეცესიის რისკებია, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს ნავთობის მოთხოვნაზე.

გასათვალისწინებელია, რომ OPEC-ის წევრი სახელმწიფოები რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით „ნეიტრალიტეტს“ ინარჩუნებენ და ინტერვენციებისგან თავს იკავებენ - აღნიშნული პოლიტიკა სწორედ იმაში გამოიხატება, რომ მიუხედავად დასავლეთის დაჟინებული მოთხოვნისა, OPEC-ს ნავთობის მიწოდება ენერგოკრიზისის დასაძლევად საჭირო მოცულობით არ გაუზრდია.

ექსპერტების შეფასებით, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის გაძვირებით ყველაზე დიდ სარგებელს სწორედ OPEC-ის წევრი სახელმწიფოები იღებენ, შესაბამისად, მიწოდების გაზრდა და ფასების შემცირება მათ ინტერესებში არ შედის. გარდა ამისა, გასათვალისწინებელი ფაქტორია რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური გავლენა აღნიშნული ორგანიზაციის დამოკიდებულებასა და დღის წესრიგზე.

OPEC-ის წევრი სახელმწიფოებისათვის ყველაზე ხელსაყრელ საფასო დიაპაზონად ბარელ ნავთობზე 100-110 დოლარი ითვლება, მათი აღნიშნული პოლიტიკა კი ფასის სწორედ ამ ნიშნულისკენ დაძვრაზეა მიმართული.

ამჟამად ბარელი Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი 85 დოლარს შეადგენს, WTI Crude - $80.
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები