მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოპელმა ახალი ლოგო „blitz“ წარადგინა

64a2b3bfdf605
BM.GE
03.07.23 15:48
1257
26 ივნისს, რუსელჰაიმში, ოპელმა საკულტო ემბლემის „blitz“-ის ახალი ინტერპრეტაცია წარადგინა. გერმანული ავტომწარმოებლის ე.წ კომპასის ცენტრში მოთავსებული ახალი, მკვეთრი და თამამი „ბლიცი“ იგივე „ ელვა“, ბრენდის კონცეპტუალური ფილოსოფიის ერთ-ერთ მთავარ მახასიათებელს წარმოადგენს და ამაყად აგრძელებს მის განუყოფელ ნაწილად არსებობას. "ბლიცი" იდეალურად გამოხატავს ბრენდის განვითარების ახალ ტენდენციას, მომვალის ხედვას ელექტრო მობილობის მხრივ.

Opel-ის აღმასრულებელი დირექტორი ფლორიან ჰუეტლის თქმით: „ბლიცი“ არასდროს ყოფილა ასეთი აქტუალური , როგორც ახლა. ეს არა მხოლოდ სიმბოლურად განასახიერებს ჩვენს ერთგულებას ინოვაციებისა და მობილურობის დემოკრატიზაციისადმი, არამედ გამოხატავს ჩვენს ვალდებულებას, 2028 წლისთვის გავხდეთ სრულად ელექტრო ბრენდი ევროპაში. წელს ჩვენს პორტფელში 15 ელექტრიფიცირებული მოდელი იქნება წარმოდგენილი, რაც გვაძლევს შესაძლებლობას ამაყად ვთქვათ, რომ Opel არის ელექტრო.

ბლიცი“ ჩვენი თამამი და სუფთა ფილოსოფიის სიმბოლოა. ახალი „ბლიცი“ მკვეთრი და თავდაჯერებულია, ის კვეთს ჩვენს საყრდენ რგოლს და მთლიან სიმბოლოს მეტად პროგრესულ, თანამედროვე იერს მატებს. ბლიცი კომპასის ცენტრშია განთავსებული, რაც ჩვენი გრაფიკული დიზაინის მთავარ პრინციპს წარმოადგენს. კომპასი ჩვენი ხერხემალია  ის სრულად განსაზღვრავს ჩვენი დიზაინის ძირითად ელემენტებს", - განაცხადა მარკ ადამსმა, ოპელის დიზაინის ვიცე-პრეზიდენტმა.



მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ახალი ბლიცი სრულად მოიცავს პროდუქტის პორთფოლიოს. 2024 წელს კი პირველი სერიული ავტომობილი ახალი ემბლემით წარსდგება. თუმცა მანამდე, როგორც Opel-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ფლორიან ჰუეტლმა განაცხადა ახალი ბლიცი წელს სექტემბერში მიუნჰენის საერთაშორისო საავტომობილო შოუზეც გამოჩნდება: „IAA Mobility არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი საავტომობილო შოუ და შესაბამისად, შესანიშნავი ადგილი დიდი, საერთაშორისო აუდიტორიისთვის ახალი „ბლიცის“ გასაცნობად.

(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები