მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოპოზიციონერი დეპუტატები ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ

646624536cfcf
BM.GE
18.05.23 17:12
321
საპარლამენტო ოპოზიციის წევრები საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფ ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით ისაუბრეს.

„შეხვედრა დეოლიგარქიზაციის საკითხს დაეთმო, რადგან ეს არის ევროკავშირის ერთ-ერთი რეკომენდაცია და ვენეციის კომისიის მოსაზრება მნიშვნელოვანია აღნიშნულ კანონზე. მათი ვიზიტი ეხება კონკრეტულად იმ კანონპროექტს, რომელსაც ხელისუფლება გვთავაზობს, თუმცა აბსოლუტურად სახელმწიფო მიტაცების პირობებში ყველას კარგად ესმის, რომ ერთადერთი მიდგომა, რომელიც საქართველოში იმუშავებს, არის სისტემური მიდგომა. სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლება უარს ამბობს ამგვარ სისტემურ მიდგომაზე და ეს აისახება იმ კანონპროექტშიც, რომელსაც გვთავაზობენ“, - განაცხადა ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარემ თინათინ ბოკუჩავამ.

პოლიტიკური ჯგუფის „რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს დეპუტატებმა დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე საკუთარი მოსაზრებები გააცნეს. „ვენეციის კომისიის დასკვნის მთავარი მიმართულება იყო სისტემური მიდგომის საჭიროება და შეხვედრაზე სწორედ ამ საკითხზე გაიმართა მსჯელობა“, - აღნიშნა ხათუნა სამნიძემ.

ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრას ანა ნაცვლიშვილი, ბექა ლილუაშვილი, ხათუნა სამნიძე, ჰერმან საბო, თინათინ ბოკუჩავა და ფრიდონ ინჯია ესწრებოდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები