მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ერთ დღეს საქართველოს ევროპულ ოჯახში ვნახავთ” - ავსტრიის ელჩი საქართველოში

62ac40dd2f83b
ანუკა ჯოხაძე
17.06.22 13:00
859
ევროინტეგრაცია არ არის მარტივი, ის არის გრძელვადიანი პროცესი - ამის შესახებ ავსტრიის ელჩი საქართველოში თომას მიულმანი აცხადებს.

BM.GE-ის კითხვაზე, თუ რა შანსი აქვს ამ მიმართულებით ქვეყანას და რამდენად სწორ ნაბიჯებს დგამს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველო დიპლომატი გვპასუხობს, რომ საქართველოს გრძელი და რთული გზა აქვს გასავლელი, რაშიც მთელი ქვეყნის ძალისხმევა იქნება საჭირო.

“ძალიან ვაფასებთ, ევროპისკენ მისწრაფებებს როგორც საქართველოს მთავრობის მხრიდან, ისე მოსახლეობისგან, რომელთა 80% მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. შემდეგ ნაბიჯებთან დაკავშირებით ბევრს ვერ ვიტყვი, რადგან ამ ეტაპზე ველოდებით ევროკომისიისგან შესაბამის დოკუმენტს, რომელსაც ყურადღებით გავეცნობით, თუმცა მინდა ვთქვა ისიც, რაც ევროპის დელეგაციასაც არაერთხელ უთქვამს, მიუხედავად იმისა რა იქნება შედეგი, ამას შეხედეთ როგორც სამუშაო დავალებას.

ევროინტეგრაცია არ არის მარტივი, ის არის გრძელვადიანი პროცესი. თქვენ გჭირდებათ ამ პროცესში მთელი ქვეყნის ძალისხმევა. ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი იმასთან დაკავშირებით, რომ ერთ დღეს გნახავთ ევროპულ ოჯახში”-აცხადებს ავსტრიის ელჩი საქართველოში თომას მიულმანი.

საქართველოს ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსზე ევროკომისიის შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები