მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოქრო ისეთი მოთხოვნადი აღარ არის, როგორც გასულ წლებში იყო - ოქროს ექსპერტი

64b7a992ece18
ნინი ლონგურაშვილი
23.07.23 17:23
1844
საერთაშორისო ბირჟებზე ერთი უნცია ოქროს ღირებულებამ 1,961 დოლარს მიაღწია, წინა თვესთან შედარებით ფასი 2.52%-ით არის გაზრდილი, წლიურად ზრდა კი თითქმის 14%-ს შეადგენს. ივლისში ოქროს ფასის ზრდის მიზეზად საპროცენტო განაკვეთის შესაძლო ზრდას ასახელებენ.

BMG ოქროს და ბრილიანტის ექსპერტ-შემფასებელს ესაუბრა. გულიკო მორჩილაძეს თქმით, ადგილობროვ ბაზარზე ფასის მატება ჯერ არ დაფიქისრებულა. მიუხედავად იმისა, რომ ფასი ჯერ კიდევ დაბალია, ოქროს ბირჟაზე მომხმარებლის ნაკლებობას განიცდიან.

“ფასი შედარებით დაბალია, საერთაშორისო ბაზრებზე არსებული ცვლილება ჩვენთან ჯერ არ ასახულა, თუმცა ოქრო, ისეთი მოთხოვნადი აღარ არის როგორც მანამდე. მიუხედავად იმისა, რომ ფასი დაბალია, მომხმარებელიც შემცირებულია. ბოლო პერიოდში მეტად მოთხვნადი გახდა უცხოური წარმოების ოქრო, ძირითადად თურქეთის ნაწარმზე აკეთებენ არჩევანს. აქამდე თუ ძირითადად მოთხოვნა რუსულ ოქროზე იყო, ბოლო პერიოდში მასზე მოთხოვნა საერთოდ აღარ არის“,- ამბობს გულიკო მორჩილაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები