ოქროსა და სპილენძის მომპოვებელ RMG -ის უმაღლეს მენეჯმენტში ცვლილებაა. RMG Copper -სა და RMG GOLD -ს თორნიკე ლიპარტია ტოვებს.
გადაწყვეტილება სამეთვალყურეო საბჭომ უკვე მიიღო. აღმასრულებელი დირექტორის სავარძელს ჯონდო შუბითიძე დაიკავებს.
თორნიკე ლიპარტია RMG -ის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას 2018 წლიდან იკავებდა. ჯონდო შუბითიძე კი, RMG -ის ჯგუფში შემავალ ერთ-ერთ კომპანიას - „კავკასიის სამთო ჯგუფს“ ედგა სათავეში.
ჯონდო შუბითიძეს მინერალოგიისა და გეოლოგიის მიმართულებით მუშაობის 40 წლიანი გამოცდილება აქვს საქართველოსა და უცხოეთში.
“რიჩ მეტალს გრუპში“ („არემჯი“) შემავალი კომპანიები – „არემჯი გოლდი“, „არემჯი კოპერი“, „არემჯი აურამაინი“ და „კავკასიის სამთო ჯგუფი“ სამთომოპოვებით საქმიანობას საქართველოში, ბოლნისის, დმანისისა და თეთრიწყაროს რაიონებში 2012 წლიდან ახორციელებენ.
„არემჯი“ სპილენძის, ოქროს და პოლიმეტალების შემცველი მადნების ღია და მიწისქვეშა მოპოვების წესით და გადამუშავების გზით აწარმოებს პოლიმეტალურ კონცენტრატს და ოქროს დორეშენადნობს.