მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოქტომბერში ბანკებმა 690 მილიონი ლარის სესხი გასცეს – პორტფელი 41.7 მილიარდამდე გაიზარდა

619f912ea3d7a
შოთა ტყეშელაშვილი
25.11.21 18:16
567
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2021 წლის ოქტომბრის ფინანსური მაჩვენებლები შეაჯამა. ანგარიშის მიხედვით, გასული თვის განმავლობაში საქართველოს საბანკო სისტემაში არსებული სესხების მოცულობა 690 მილიონი ლარით გაიზარდა და მან 41.7 მილიარდ ლარს მიაღწია.

ზრდის ნახევარზე მეტი ეროვნული ვალუტის სესხებზე მოდიოდა, რადგანაც ლარის საკრედიტო პორტფელი 368 მილიონი ლარით გაიზარდა და 20.19 მილიარდი გახდა. სავალუტო სესხებმა კი 323 მილიონი ლარით იმატა ($103 მილიონით) და 21.51 მილიარდ ლარს მიაღწია. 

შედეგად, საბანკო სისტემაში სესხების ლარიზაციის კოეფიციენტი 48.4% გახდა, რაც ლარიზაციის მაქსიმალური მაჩვენებელია. შედარებისთვის წინა წლის ანალოგიურ პერიოდში სესხების ლარიზაციის კოეფიციენტი 43.9% იყო. 

სესხების ლარიზაციის მატება საბაზრო პროცესთან ერთად, რეგულაციითაც არის განპირობებული, რადგანაც 200,000 ლარამდე სესხები მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გაიცემა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები