ოქტომბერში ვიეტნამის ექსპორტის მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 0.8%-ით შემცირდა - ინფორმაციას ამერიკული ბიზნეს-პორტალი Bloomberg-ი ავრცელებს. როგორც გამოცემა ჰანოის სტატისტიკის სამსახურზე დაყრდნობით წერს, მაჩვენებლის შემცირება, ტელეფონების, ნედლეულის და ყავის ექსპორტის ვარდნამ გამოიწვია.
მიმდინარე თვეში საზღვარგარეთ ყავის გაყიდვებმა 100,000 ტონა შეადგინა, რაც 27%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამასთან, Samsung Electronics Co.– მა სექტემბრიდან ოქტომბრამდე პერიოდში ტელეფონებისა და აქსესუარების ექსპორტი შეამცირა. ასევე იკლო ვიეტნამის ნედლი ნავთობისა და ფოლადის გადაზიდვებმაც.
მთლიანობაში იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით ვიეტნამის ექსპორტმა 218 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება იმპორტს, ის წინა წელთან შედარებით, ოქტომბერში 3.5%-ით გაიზარდა.