მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ოქტოს" შოკოლადები შტატებში ექსპორტისთვის ემზადება

61d72a7edcecb
ნინი ლონგურაშვილი
08.01.22 10:20
696
“ოქტო” ქართული სტარტაპია, რომელიც სხვადასხვა ინგრედიენტებით 8 სახეობის შოკოლადს აწარმოებს. სტარტაპი, სპეციალურად ღვინის მოყვარულებისთვის ბელგიური კაკაოთი და ქართული პროდუქტებით შეიქმნა, რომელიც სხვადასხვა ტიპის ღვინოსთან შესახამებლად მზადდება.

bm.ge-სთან საუბრისას, “ოქტო”-ს თანადამფუძნებელი გიორგი ფოცხვერაშვილი ამბობს, რომ ქართული შოკოლადით ამერიკის შეერთებული შტატების რამდენიმე ობიექტი დაინტერესდა. კომპანიაში ამბობენ, რომ საექსპორტოდ მზად არიან და ახლა ბოლო ეტაპებს გადიან.

“პირველივე დღიდან, როდესაც ჩვენ მივიღეთ ეს პროდუქტი, ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაინტერესება იყო და ახლა ვემზადებით FDA-ზე სარეგისტრაციოდ, რადგან მის გარეშე შტატების ბაზარზე ვერ შევალთ”, - ამბობს გიორგი ფოცხვერაშვილი.

“ოქტოს" შოკოლადები უჩვეულო გემოებით გამოირჩევა, დღეს კომპანია 8 სახეობის შოკოლადს აწარმოებს: შოკოლადი ლორით და სეზამის მარცვლებით, ასევე ჯანჯაფილითა და ლაიმით, წითელი წიწაკით და სხვა. სხვადასხვა სახეობის შოკოლადი ეხამება ათზე მეტი ტიპის ღვინოს. ეს შეიძლება იყოს, წითელი მშრალი ღვინო, თეთრი კლასიკური, ცქრიალა და ნახევრად ტკბილი ღვინო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები