მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ორ წელიწადში "თბილსერვისმა"  17 მილიონ ლარზე მეტი საწვავი დახარჯა - აუდიტის მიგნებები

დდფ

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „თბილსერვის ჯგუფის“ 2020-2021 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა. აუდიტის თანახმად, ორ წელიწადში "თბილსერვისმა"  17 მილიონ ლარზე მეტო საწვავი დახარჯა.

ამასთან, დოკუმენტში საუბარია 869 ერთეულ ავტომობილზე, რომლის საჭირობაც „თბილსერვმა" ვერ დაამტკიცა.

"2021 წელს "თბილსერვისში" დასაქმებულთა რაოდენობა მაქსიმუმ 4 993 იყო, აქედან 2 924 მეეზოვე-დამგველია, ხოლო დანარჩენი პირები დასაქმებული იყვნენ ადმინისტრაციულ და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში, ფინანსური უზრუნველყოფისა და მოსაკრებლების დარიცხვა-ამოღების დეპარტამენტში, ქონების მართვის დეპარტამენტში, ადამიანური რესურსების მართვისა და საქმის წარმოების სამსახურში, პროტოკოლის სამსახურში და სხვა.

შესაბამისად, გაურკვეველია, რა საჭიროებითაა გამოწვეული ჯამში 869 ერთეული მსუბუქი სატრანსპორტო საშუალების სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენება, დაახლოებით, ყოველი მე-2 დასაქმებულისთვის, რომელთა უმეტეს ნაწილს საოფისე ფუნქციური დატვირთვა აქვს და მათი საქმიანობა არ უკავშირდება ოფისის გარეთ, სხვადასხვა ლოკაციაზე ვიზიტებს.

2020-2021 წლებში თბილსერვისმა დახარჯა 17,832.2 ათასი ლარის ღირებულების საწვავი. აუდიტის ჯგუფმა შეისწავლა სამორიგეო ავტომობილებსა და სპეციალურ ტექნიკაზე საწვავის ხარჯვის დოკუმენტაცია, მათ შორის აგაისისტემისა და საბარათე სისტემის მონაცემები. შედეგად, გამოიკვეთა, გარემოებები, რომლებიც წარმოშობს არაავტორიზებულ ავტომანქანებში საწვავის ჩასხმისა და მისი არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების რისკებს,

კერძოდ:

• რიგ შემთხვევებში, სამორიგეო ავტოსატრანსპორტო საშუალებებში ერთჯერადად ჩასხმულია ავტომობილების ავზის მოცულობაზე მეტი ოდენობის საწვავი. კერძოდ, 2020-2021 წლებში გამოვლინდა 16 სატრანსპორტო საშუალებაზე ავტომობილის ავზის მოცულობაზე გადაჭარბებით საწვავის ჩასხმის 24 შემთხვევა. ამ ავტომანქანებში ჯამურადსულ ჩასხმულია 1,527.0 ლიტრი საწვავი;

• ავტოსატრანსპორტო საშუალებებში საწვავი ავზის მოცულობასთან შეუსაბამოდ არაერთგზისაა ჩასხმული, დროის მცირე მონაკვეთში;

• მუნიციპალური შპს-ის წარმომადგენლებთან ერთად, აუდიტის ჯგუფმა დაათვალიერა თბილსერვისის მიერ სამსახურებრივი საჭიროებისათვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებები. გამოვლინდა, რომ აგაისისტემის კონკრეტული ავტომანქანისათვის განკუთვნილი პერსონალური ჩიპი მყარად არ იყო დამაგრებული 8 ავტომანქანაზე. შესაბამისად, შესაძლებელია ჩიპის შეუსაბამო გამოყენება სხვა მანქანებზეც.

დასკვნა: "თბილსერვისმა" ვერ წარმოადგინა საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულებები და არგუმენტები იმისა, თუ რა აუცილებელი საჭიროებითაა განპირობებული სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად 869 ერთეული მსუბუქი და მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებით სარგებლობა. შესაბამისად, გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა არაგონივრულად მაღალია და მათი მოვლა-შენახვისთვის არარაციონალურად იხარჯება კომპანიის ფულადი სახსრები. გარდა ამისა, ტრანსპორტის ექსპლოატაციის პროცესში არსებული კონტროლის მექანიზმები სრულად ვერ უზრუნველყოფს საწვავის მიზნობრივ გამოყენებას.

„თბილსერვისმა" 36 ავტომანქანა შეიძინა, რაშიც ₾2 მილიონამდე გადაიხადა - რომელ თანამდებობის პირს რა მანქანა შეხვდა?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები