მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ორსულ ტურისტებს შესაძლოა, აშშ-ის ვიზა აღარ მისცენ - რეგულაცია დღეიდან ამოქმედდება

5e29ec1ba8065
BM.GE
24.01.20 00:30
1733
ორსული ტურისტები აშშ-ში შესაძლოა, არ შეუშვან. შესაბამის რეგულაციაზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა იმუშავა. როგორც The Wall Street Journal-ი წერს, რეგულაციის მიზანია იმ ადამიანების ქვეყანაში შეშვების პრევენცია მოახდინონ, რომელთაც ბავშვის გაჩენა აშშ-ში აქვთ გამიზნული და ამისთვის ტურისტულ ვიზას იყენებენ.

აღსანიშნავია, რომ ამერიკის კონსტიტუციით, თითქმის ბავშვი, რომელიც აშშ-ში იბადება, ქვეყნის მოქალაქე ხდება.

რეგულაციები დღეიდან ამოქმედდება და იგი როგორც ტრამპის ადმინისტრაციაში აცხადებენ, „სამშობიარო ტურიზმის“ წინააღმდეგ იქნება მიმართული.

ახალი წესების მიხედვით, ამერიკელ კონსულებს საელჩოებში შეუძლიათ უარი უთხრან ტურისტული ვიზის გაცემაზე ორსულ ქალებს. ქალებმა ამ შემთხვევაში უნდა დაუმტკიცონ კონსულებს, რომ მათი მიზანი შტატებში ბავშვის გაჩენა არაა.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, 2017 წელს დაახლოებით 10 000 ბავშვი დაიბადა, რომელთა მშობლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები