მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოთარ ფარცხალაძემ, შვილს, სხვა უძრავ ქონებასთან ერთად ეკლესიაც გადაუფორმა

ეკლესია

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებულმა ოთარ ფარცხალაძემ უძრავი ქონება შვილის - ანდრია ანზორ ფარცხალაძის სახელზე გადააფორმა. ცვლილებები საჯარო რეესტრმა 20 სექტემბერს ასახა. ოთარ ფარცხალაძემ შვილის სახელზე გადააფორმა ბინები თბილისსა და ბაკურიანში, ოფისი და მიწის ნაკვეთები ტაბახმელაში, რომელზეც ეკლესიაც მდებარეობს.

ტაბახმელაში გადაფორმებულია სულ სამი მიწის ნაკვეთი, რომელთა ჯამური ფართობია 4,089 კვადრატული მეტრი, მათზე ეკლესიაც დგას, რომელიც ფარცხალაძემ 2019 წელს ააშენა.

ბაკურიანში გადაფორმებულია ორი ბინა - 25 და 26 კვადრატული მეტრის ფართის, თბილისში გადაფორმებულია ორი კომერციული ფართი ფალიაშვილის ქუჩაზე საერთო ზომით 479 კვადრატული მეტრი, ორი კომერციული ფართი ყიფშიძის ქუჩაზე საერთო ფართით 305 კვადრატული მეტრი, 77 კვადრატული მეტრის ფართობის ბინა მგალობლიშვილის ქუჩაზე, ასევე ორი ბინა 91 და 38 კვადრატული მეტრის ფართით კოსტავას ქუჩაზე.

გადაფორმებული უძრავი ქონებიდან მხოლოდ ორი - ფალიაშვილის 10 ნომერში მდებარე კომერციული ფართი არის იპოთეკით დატვირთული.

ოთარ ფარცხალაძეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ეკონომიკური სანქციები 2023 წლის 14 სექტემბერს დაუწესა, ამავე სანქციების სიაში მოხვდა FSB-ში ფარცხალაძის კურატორი ალექსანდრ ონიშენკო და ფარცხალაძესთან დაკავშირებული ორი კომპანია, რომლებიც რუსეთში არიან რეგისტრირებული. სახელმწიფო დეპარტამენტი ფარცხალაძეს ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები