მიმდინარე წლის 16 ივლისიდან 31 ოქტომბრამდე ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას გზის კმ12-კმ32 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება.
ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
საქმე ის არის, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე სტიქიის შედეგად წარმოქმნილი მეწყრულ-ეროზიული პროცესების შემაკავებელი ღონისძიებები ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ ამ ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ყოველი თვის შაბათს 15:00 საათიდან 09:00 საათამდეა დასაშვები. ხოლო, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.