მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პაციენტის მხრიდან სამედიცინო მომსახურების თანაგადახდის წილზე ზედა ზღვარი დაწესდება - მთავრობა

643405ca0818d
BM.GE
10.04.23 16:57
670
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, დღევანდელ სხდომაზე „განსახილველ საკითხთა შორის იყო ცვლილება საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 თებერვლის №36 დადგენილებაში - „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“, რომლის თანახმადაც პაციენტის სამედიცინო მომსახურების თანაგადახდის წილზე ზედა ზღვარი დაწესდება.

ეს გადაწყვეტილება პაციენტების ინტერესების გათვალისწინებითა და მოსახლეობისთვის ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით იქნა მიღებული, კერძოდ: საპენსიო ასაკის პირებისთვის თანაგადახდის წილი იქნება - 10%, მაგრამ არა უმეტეს 500 ლარისა; 0-5 წლ. ბავშვების, შშმ ბავშვების, მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისა და სტუდენტებისთვის - 20%, - არა უმეტეს 1000 ლარისა; აგრეთვე საბაზისო პაკეტის მოსარგებლეებისთვის - 30%, - არა უმეტეს 1500 ლარისა. იხსნება საბაზისო პაკეტის ფარგლებში არსებული ფრანჩიზა 500 და 1000 ლარი.

ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი განმარტავს, რომ რამდენად ძვირიც არ უნდა იყოს მომსახურება, მოქალაქე მხოლოდ იმ თანხას გადაიხდის, რაც ზედა ჭერის ფარგლებშია დაწესებული.

დღევანდელ სხდომაზე აგრეთვე დამტკიცდა არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ეროვნული სტრატეგიის 2023-2025 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც ქვეყანაში არაგადამდები დაავადებების მიმართულებით საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებზე დაფუძნებულ ხედვას წარმოადგენს და მიზნად ისახავს არაგადამდებ დაავადებებთან დაკავშირებული ავადობისა და სიკვდილიანობის შემცირებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები