მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პანაცეა არ არსებობს, ომის დასასრულებლად რუსეთმა და უკრაინამ კომპრომისს უნდა მიაღწიონ - ჩინეთი

64661298c04dc
გიორგი თოლორდავა
18.05.23 19:30
736
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლი ჰუის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში პანაცეა არ არსებობს და ომი იქამდე არ დასრულდება, სანამ მხარეები ერთმანეთს შორის კომპრომისულ შეთანხმებას არ მიაღწევენ.

„მხარეებს შორის უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები, ერთმანეთის მიმართ გაჩნდეს ნდობა და ზუსტად განისაზღვროს ორივე მხარის მოთხოვნები, რათა კომპრომისული შეთანხმების საფუძველზე ომის დასრულება შესაძლებელი გახდეს“, - აცხადებს ლი ჰუი.

გარდა ამისა, ჩინეთი მოლაპარაკებების პროცესში მედიატორის როლის შესრულებასთან დაკავშირებით მზაობასაც გამოთქვამს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში ჩინეთის მმართველმა კომუნისტურმა მთავრობამ 12-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა წარმოადგინა. ჩინეთის შეფასებით, კონფლიქტი ამჟამინდელი მოცემულობით უნდა შეწყდეს, ანუ რუს სამხედროებს უნდა მიეცეთ იმ ტერიტორიების შენარჩუნების უფლება, რომელსაც ახალ აკონტროლებენ, უკრაინას კი ამ მოცემულობასთან დაკავშირებით პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს.

გარდა უკრაინის მიერ ტერიტორიების დათმობისა, ჩინეთის მთავრობა გაეროს მოუწოდებს, ცეცხლის შეწყვეტის პარალელურად დაუყოვნებლივ მოიხსნას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული ყველა სანქცია და შეზღუდვა.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთს გაეროს ერთობლივ რეზოლუციაზე მხარი არ დაუჭერია, რომლითაც მსოფლიოს 141 სახელმწიფო ცეცხლის შეწყვეტას და რუსული სამხედრო ძალების უკრაინის ტერიტორიიდან გაყვანას მოითხოვს.

ექსპერტების შეფასებით, ჩინეთის სამშვიდობო გეგმა უაღრესად პრორუსულია და ის შეუძლებელია სერიოზულად იქნეს განხილული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები