მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პანდემია ერთ წელში დასრულდება - Moderna-ს ხელმძღვანელი

614c6c2832719
ნათია თაქთაქიშვილი
23.09.21 17:58
1032
Moderna-ს აღმასრულებელი დირექტორის, სტეფან ბანსელის თქმით, კორონავირუსით გამოწვეული პანდემია ერთ წელიწადში დასრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას Jerusalem Post-ი შვეიცარულ გამოცემა Swiss Neue Zürcher Zeitung (NZZ)-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

Moderna-ს აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ პანდემიას ვაქცინაცია დაასრულებს და მათი ვარაუდით მომავალი წლის პირველი ნახევრის ბოლოს ვაქცინა ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება, ასევე საჭიროების შემთხვევაში ხელმისაწვდომი იქნება „ბუსტერ“ დოზებიც.

„ის პირები, ვინც არ აიცრებიან, სავარაუდოდ ექნებათ საკუთარი იმუნიტეტი, რადგან დელტა შტამი იმდენად გადამდებია, რომ მისგან თავდაცვა ძალიან რთულია. შესაბამისად ჩვენ მივიღებთ ანალოგიურ მდგომარეობას, როგორიც გვაქვს გრიპის შემთხვევაში. მოსახლეობა ან უნდა აიცრას, ან მზად უნდა იყოს დაინფიცირების რისკებისგან, რომელიც შესაძლოა ჰოსპიტალიზაციით დასრულდეს. ამასთან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბევრი ადამიანი იღუპება ვირუსისგან“, - განაცადა Moderna-ს ხელმძღვანელმა.

სტეფან ბანსელის თქმით, Moderna უკვე მუშაობს კორონავირუსის და სეზონური გრიპის ვაქცინის შერწყმაზე, რომლიც მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი 2023 წლიდან გახდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები