მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პანდემიის მიუხედავად Apple–ის გაყიდვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

6012963f23dd7
თათია კაკიაშვილი
28.01.21 19:40
685

Apple–ის გაყიდვებმა კიდევ ერთი რეკორდი მოხსნა -  უახლეს ტელეფონებზე, ლეპტოპებსა და გაჯეტებზე განსაკუთრებულმა მოთხოვნამ ბოლო სამი თვის განმავლობაში კომპანიას 111 მილიარდი დოლარის შემოსავალი მოუტანა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, რეკორდული მაჩვენებლის მიზეზი პანდემიის ფონზე ონლაინ აქტივობების ზრდის გამო, ახალ ტექნოლოგიებზე პირდაპირპროპორციულად გაზრდილი მოთხოვნაა.

Apple–ის მიღწევები მისი ახალი iPhone 12 პაკეტის გამოშვებას უკავშირდება, რომელმაც, ხელმძღვანელების თქმით, მომხმარებლების რეკორდულ რაოდენობას უბიძგა, ძველი მოდელები განეახლებინათ. კომპანიაში აცხადებენ, რომ შემოსავლების ზრდა განსაკუთრებით თვალშისაცემი ჩინეთში იყო, რასაც გარკვეულწილად ახალ 5G ქსელთან თავსებადი ტელეფონების მოთხოვნილებამაც შეუწყო ხელი.

კომპანიის გაყიდვები ჩინეთში 57%-ით გაიზარდა. ევროპაში გაყიდვების წილმა 17% შეადგინა, ხოლო ამერიკაში - 11%.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები