მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Pandora-სა და Time Georgia-ში საიუველირო ნაწარმის ფასი 10-15%-ით გაიზარდა - გენმენეჯერი მიზეზებზე

61f01e2cac4fa
ლიკა გურაბანიძე
29.01.22 22:18
1713
საიუველირო ნაწარმის მაღაზიებში Pandora-სა და Time Georgia-ში 2019 წელთან შედარებით 2021 წელს გაყიდვების 20%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

როგორც კომპანიების გენერალური მენეჯერი ქეთი გაბიტაშვილი “საქმიან დილასთან” საუბრისას აღნიშნავს, ზრდა კომპანიის რითეილ სტრუქტურის შეცვლით იყო განპირობებული.

“სტრუქტურა გადავაწყეთ და ქუჩის მაღაზიებიდან ძირითადად მოლების მიმართულებით გადმოვინაცვლეთ. განვითარება ამ კუთხით დავიწყეთ, რამაც შედეგიც გვაჩვენა”, - აღნიშნა გაბიტაშვილმა.

მისივე თქმით, როგორც "პანდორაში", ასევე "თაიმში", იმპორტირებულ პროდუქციაზე დამოკიდებულების გამო, ბრენდების მიხედვით ფასების 10-15%-ით გაზრდა მოუწიათ.

“ფასების ზრდა რამდენიმე კომპონენტითაა განპირობებული. პირველი ეს ლარის კურსია, რადგან ჩვენ იმპორტდამოკიდებულები ვართ და პროდუქცია ევროპიდან, ასევე ამერიკიდან შემოგვაქვს, რაც შემდგომ ფასზე თავისთავად აისახება. ასევე, ფასების ზრდის მიზეზი მწარმოებლების მიერ ფასების გადახედვა გახდა.

ფასების ცვლა თავად ბრენდებმაც დაიწყეს. ისინი პანდემიის გამო წარმოებებს ამცირებენ და ფასებს ზრდიან. დამატებითი ფაქტორია ისიც, რომ ლოგისტიკის ხარჯები საგრძნობლად გაზრდილია, ტრანსპორტის ფასი დაახლოებით 15-დან 20%-მდეა შეცვლილი, რაც ნივთების თვითღირებულებაზე პირდაპირ გავლენას ახდენს.

მაქსიმალურად ვცდილობთ, ფასები შევინარჩუნოთ, მაგრამ არის ზღვარი, როდესაც იძულებული ხარ ფასების პოლიტიკას გადახედო”, - განმარტა ქეთი გაბიტაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები