მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარფიუმერიის ბაზარმა აღდგენა დაიწყო

BM.GE
15.02.23 10:33
175
პარფიუმერიის ბაზარმა აღდგენა დაიწყოს და ამას ოფიციალური მონაცემებიც მოწმობს. 2022 წლის 11 თვეში საქართველომ 22.1 მლნ დოლარის ღირებულების 837 ტონა სუნამოები და ტუალეტის წყალი შეიძინა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, სუნამოების იმპორტი წინა წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 11.2%-ით გაიზარდა. აღდგენაზე საუბრობენ კომპანიების წარმომადგენლებიც და აღნიშნავენ, რომ 2022 წლის ტენდენცია და ახლა უკვე 2023 წლის დასაწყისი გასული ორი წლისგან რადიკალურად განსხვავებულია. პარფიუმერიისა და კოსმეტიკის მომწოდებელ კომპანიებთან ვითარება დალაგებულია და ლოგისტიკის ჯაჭვებიც შედარებით აღდგენილი.
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები