მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტარი: "მოსახლეობისთვის ნარჩენების სეპარირება სავალდებულო გახდება"

BM.GE
28.12.20 09:51
542
"მოსახლეობისთვის ნარჩენების სეპარირება სავალდებულო გახდება", - ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ გადაცემა “Forbes კვირასთან” განაცხადა. მაია ბითაძის თქმით, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების დამტკიცებას პარლამენტი მომდევნო წელს გეგმავს, თუმცა, მისივე განმარტებით, ეს ვალდებულება მთლიანად საქართველოს მოსახლეობაზე ეტაპობრივად გავრცელდება. კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ნარჩენების შესახებ კოდექსი წლების წინ არის მიღებული, რომელიც მსგავსი ვალდებულების შემოღებასაც ითვალისწინებს, თუმცა, საკანონმდებლო დონეზე ამას დაზუსტება ესაჭიროება. მაია ბითაძის თქმით, სანამ ნარჩენების სეპარაცია სავალდებულო გახდება, მანამდე სახელმწიფომ შესაბამისი ინფრასტრქუტურა უნდა მოაწყოს, რაც თბილისში უკვე დაწყებულია - ჭავაჭავაძის გამზირზე თბილისის მერიამ უკვე მოაწყო მიწისქვეშა ნაგვის ურნები, რომლებიც მოგვიანებით ამოქმედდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები