მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს დაჩქარებული წესით აღარ განიხილავს

648726215c760
BM.GE
12.06.23 18:17
559
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით აღარ განიხილავს.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, მიღებულია გადაწყვეტილება პროექტის სტანდარტული წესით განხილვის თაობაზე.

“გვაქვს საკითხები, რაც უფრო სიღრმისეულად გაანალიზებას მოითხოვს. შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ დაჩქარებული წესის ნაცვლად, განხილვის სტანდარტულ წესს გავყვეთ და კანონპროექტი ამ გზით მივიღოთ“, - განაცხადა სარჯველაძემ კომიტეტის სხდომაზე.

ცნობისთვის, მთავრობის საკანონმდებლო პაკეტის საფუძველზე სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილებების გაზრდა და ფუნქციების გაძლიერება იგეგმება.

"ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, მაკონტროლებელ ორგანოს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ობიექტებზე თავისუფლად, წინასწარი შეტყობინების გარეშე, ნებისმიერ დროს შესვლის, მასალის, ნივთის და ა.შ. გამოთხოვის შესაძლებლობა, ასევე საზედამხედველო ობიექტის (ან მისი ნებისმიერი ნაწილის) დათვალიერების, ხელშეუხებლობის მოთხოვნის, დალუქვის და ამოღების უფლებამოსილებები ენიჭება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები