მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტი რამდენიმე დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე იმსჯელებს

61f244b1040d2
ინგა მურუსიძე
27.01.22 11:11
572
პარლამენტი რამდენიმე დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს.

საქმე ეხება სამ დეპუტატს: „ლელოს“ ლიდერ ბადრი ჯაფარიძეს, „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას და „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერ შალვა ნათელაშვილს.

რაც შეეხება მიზეზებს, ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტის საფუძველი შესაძლოა, საქალაქო სასამართლოს მიერ მისთვის გამოტანილი განაჩენი გახდეს, ხოლო ელენე ხოშტარიას და შალვა ნათელაშვილის შემთხვევაში სხდომების არასაპატიო გაცდენები.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა, სადაც ამ საკითხს განიხილავენ, 31 იანვარს გაიმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები