მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტის ორმა კომიტეტმა სებ-ის საბჭოს წევრებად ბაქრაძის და ჯაფარიძის კანდიდატურებს მხარი არ დაუჭირა

649973e5b90d5
BM.GE
26.06.23 15:03
613
საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი ორი კანდიდატი განიხილეს და მხარი არ დაუჭირეს.

დიმიტრი ჯაფარიძის და გიორგი ბაქრაძის კანდიდატურების შესახებ ინფორმაცია კომიტეტების წევრებს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ გააცნო.

კანდიდატებმა კი ისაუბრეს საკუთარ ხედვასა და პრიორიტეტებზე ეროვნული ბანკის საქმიანობასთან დაკავშირებით და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხეს.

„ჩვენ კანდიდატების კომპეტენციასთან არანაირი შეკითხვა არ გვაქვს, მაგრამ ეს არის მსოფლიო პრაქტიკა, პრეზიდენტი და პარლამენტი უნდა შეთანხმდნენ ისეთ კანდიდატზე, რომელიც იქნება მისაღები. პრეზიდენტს აქვს კანდიდატის წარმოდგენის და ჩვენ-დამტკიცების უფლება და თუ საკითხი უნდა გადაწყდეს, უნდა მოხდეს კონსულტაცია“, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ.


შეგახსენებთ: დავით ბაქრაძის და დიმიტრი ჯაფარიძის კანდიდატურები პარლამენტს პრეზიდენტმა წარუდგინა, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ თავიდანვე გააცხადა, რომ აღნიშნულ კანდიდატურებს მხარს არ დაუჭერდნენ. საქმე ის არის, რომ „ქართულ ოცნებას“ სებ-ის პრეზიდენტად მოქმედი ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის დანიშვნა სურდა, თუმცა პრეზიდენტმა საბჭოს წევრად მის წარდგენაზე უარი განაცხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები