მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის III კვარტალში ეკონომიკის 6.2%-იან ვარდნას ელის

5f43a967b19fd
თამთა ჯიჯავაძე
24.08.20 17:15
1439
პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2020 წლის III კვარტალში რეალური მშპ-ის ზრდის ტემპი უარყოფითი (-6.2%) იქნება. ოფისის ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მშპ-ის მოსალოდნელი კლება კვლავ განპირობებულია COVID 19-ის პანდემიით.

„სხვადასხვა ტიპის შეზღუდვების ცალკეულ შემთხვევებში გაუქმების ან ზოგ შემთხვევაში შერბილების მიუხედავად, კვლავ მნიშვნელოვანია საგარეო მოთხოვნის შოკი და გლობალური პანდემიის ფონზე კვლავ მნიშვნელოვნად დარღვეულია გლობალური ღირებულებათა ჯაჭვი, რომელიც განაპირობებს მიწოდების შოკს“, – აღნიშნულია საბიუჯეტო ოფისის დოკუმენტში.

ცნობითვის: 2020 წლის პირველ ნახევარში საქართველოს ეკონომიკა 5.8%-ით შემცირდა. უშუალოდ მეორე კვარტალში კლება -12.6% იყო.

რაც შეეხება სხვა პროგნოზებს, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის შეფასებით:

– შემცირდება კერძო ინვესტიციები, რომლებიც მთავრობის საინვესტიციო აქტივობების მიუხედავად მნიშვნელოვნად განაპირობებენ მთლიანი ინვესტიციების შემცირებას და ეკონომიკური აქტივობის აღნიშნულ უარყოფით ტემპს.
– მომსახურებით ვაჭრობის მკვეთრი კლების პარალელურად, მოსალოდნელია საქონლით ვაჭრობის კლებაც.
– შემცირებული მოხმარების და კერძო ინვესტიციების პარალელურად მოსალოდნელია რომ მნიშვნელოვნად შემცირდება საქონლის იმპორტის რაოდენობაც.
– მსოფლიოში მიმდინარე ანალოგიური მოვლენებიდან გამომდინარე მოსალოდნელია, რომ შემცირდება ექსპორტზე მოთხოვნა და შესაბამისად შემცირდება საქონლის ექსპორტის მოცულობაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები