მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსმა თანამდებობა დატოვა

5dbc8c3a325b9
თელარა გელანტია
02.11.19 00:01
1339
თათა ხეთაგურმა პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსის თანამდებობა დატოვა.

ამის შესახებ ხეთაგური სოციალურ ქსელ facbeook-ის პირად გვერდზე წერს.

ის აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად საფინასო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებულ აზრთა სხვადასხვაობას ასახელებს, მაგრამ დეტალებს არ აკონკრეტებს.

„დღეიდან ოფიციალურად ვტოვებ პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსის თანამდებობას. უკანასკნელ წლებში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტსა და ჩვენს შორის მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიმაჩნია, ოფისის შემდგომ განვითარებაზე ახალმა უფროსმა იზრუნოს. მინდა აქვე ვისარგებლო შემთხვევით და მხარდაჭერისათვის მადლობა გადავუხადო პარლამენტის თითოეულ თავმჯდომარეს: ბატონ დავით უსუფაშვილს, ბატონ ირაკლი კობახიძეს და ბატონ არჩილ თალაკვაძეს, რომლებთანაც მუშაობა მომიწია. ჩემთვის დიდი პატივი იყო თითოეულ მათგანთან თანამშრომლობა. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელთა მხარდაჭერის გარეშეც არ გვექნებოდა ის მიღწევები, რაც გვაქვს და ჩემს არაჩვეულებრივ გუნდს, რომლითაც ყველაზე მეტად ვამაყობ. ჩემს სამომავლო გეგმებზე მოგვიანებით”, - წერს თათა ხეთაგური.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები