მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტმა „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო

64777eb37dc13
BM.GE
31.05.23 21:05
384
პარლამენტმა პირველი მოსმენით, 79 ხმით „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. 

"მომხსენებლის, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის თამარ მახარაშვილის განცხადებით, ცვლილება ტექნიკური ხასიათისაა და მისი მიზანია „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონში გაჩნდეს ჩანაწერი, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს მისცემს საშუალებას სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამა განახორციელონ.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ცვლილებით „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში მოვა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის არსებულ ჩანაწერთან.

კანონპროექტი მიზნად ისახავს ასევე იმ საბჭოების დაზუსტებას, რომლებიც უფლებამოსილი არიან მიიღონ გადაწყვეტილებები საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის შესაბამისი პროგრამის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები