საქართველოს პარლამენტმა ცესკო-ს თავმჯდომარედ გიორგი კალანდარიშვილი აირჩია. კენჭისყრა განხილვის გარეშე, დღევანდელ სესიაზე გაიმართა. კალანდარიშვილს, რომელიც ამ დრომდე ცესკო-ს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებდა, 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
გარდა ამისა, დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცეს ცესკო-ს ახალი წევრები, მაია ზარიძე და გია ცაცაშვილი.
კალანდარიშვილი ცესკო-ს თავმჯდომარის მოვალეობას თამარ ჟვანიას გადადგომის შემდეგ, უკვე რამდენიმე თვეა ასრულებს.