მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტმა ცესკოს წევრობისა და თავმჯდომარეობის კანდიდატების არჩევის წესში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

6466072f6f294
BM.GE
18.05.23 15:07
437
პარლამენტმა, ცესკოს წევრობისა და ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების შერჩევის, მათი პარლამენტისთვის წარდგენისა და არჩევის წესში ცვლილებები, პირველი მოსმენით, 82 ხმით მიიღო.

„საქართველოს საარჩევნო კოდექსსა“ და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ განსახორციელებელი ცვლილებები პლენარულ სხდომაზე, კოლეგებს პროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, გივი მიქანაძემ გააცნო.

საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრთა უფლებამოსილების ვადისა და მათი არჩევის წესის ცვლილებას. კერძოდ, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურსს გამოაცხადებს და საკონკურსო კომისიას შექმნის პარლამენტის თავმჯდომარე, ამასთანავე, გარანტირებულია საკონკურსო კომისიაში პრეზიდენტის წარმომადგენლის ყოფნა.

ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების კანდიდატურებს პარლამენტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს. ამავდროულად, გათვალისწინებულია საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობა ცესკოს თავმჯდომარეობისა და ცესკოს წევრობის კანდიდატურების წარდგენის პროცესში, თუ საქართველოს პარლამენტი პირველივე ჯერზე ვერ შეძლებს ვაკანტურ თანამდებობებზე პირთა არჩევას.

ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრები პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 5 წლის ვადით აირჩევიან.

კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: მამუკა მდინარაძე, გივი მიქანაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი და ირაკლი შატაკიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები