მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტმა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო - "ეს პარამედიკოსის პროფესიის ჩამოყალიბების საკანონმდებლო საფუძველი გახდება"

6451336c83c82
BM.GE
02.05.23 19:57
541
საქართველოს პარლამენტმა 78 ხმით, მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე‘‘.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, კანონში შეტანილი ცვლილება პარამედიკოსის პროფესიის ჩამოყალიბების საკანონმდებლო საფუძველი გახდება.

კანონს ემატება ცნება - პარამედიკოსი - შესაბამისი უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე პირი, რომელიც სპეციალიზაციის კურსის გავლის შემდგომ, დამოუკიდებლად ახორციელებს გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას პრეჰოსპიტალურ ეტაპზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ფარგლებში.

კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები განხორციელდება სსიპ - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის არსებული ადამიანური და ფინანსური რესურსების ფარგლებში.

პარლამენტმა, ასევე მესამე მოსმენით მიიღო საკანონმდებლო პაკეტში შემავალი „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები