მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პარლამენტმა ხარვეზი გამოასწორა“ - შალვა პაპუაშვილი ნათია თურნავას სებ-ში არჩევაზე

64954598102ed
თელარა გელანტია
23.06.23 11:16
519
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე ნათია თურნავას არჩევა შეაფასა. მისი თქმით, სებ-ის შესახებ ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებებით, „ხარვეზი გამოსწორდა“.

„ვნახეთ, რომ პარლამენტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო. უკვე სრულად მკაფიოა, რა პროცედურით ხდება პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის არჩევა. აქამდე ეს მინდობილი იყო ეროვნული ბანკის შიდა უწყებრივ გადაწყვეტილებაზე, რაც იმ როლის გათვალისწინებით, რაც სებ-ს აქვს ჩვენს ფინანსურ სისტემაში, დაუშვებელი იყო. ამდენად, პარლამენტმა ეს ხარვეზი გამოასწორა.

გუშინ თავად სებ-ის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ვინ იქნებოდა პირველი ვიცე-პრეზიდენტი; ამაში ეროვნული ბანკის საბჭო სრულად ავტონომიური და დამოუკიდებელია. აქედან გამომდინარე, სრულად ვენდობით მიღებულ გადაწყვეტილებას“, - თქვა შალვა პაპუაშვილმა.

22 ივნისს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ნათია თურნავა აირჩიეს. სებ-ის საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ნათია თურნავამ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. თურნავას თქმით, მას 7-წევრიანი საბჭოდას 5-მა წევრმა დაუჭირა მხარი. 

სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბიოგრაფია:

2022 წლის ივნისიდან - 2029 წლის ივნისამდე, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი.
2019-2022 წწ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.
2018-2019 წწ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.
2013-2018 წწ. "საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე.
2006-2013 წწ. შპს "ინდუსტრიული ჯგუფის" დირექტორთა საბჭოს წევრი; შპს "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის" გენერალური დირექტორი, დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე.
2005-2006 წწ. საქართველოს ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე.
2005 საქართველოს პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე.
2000-2005 წწ. საქართველოს ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე.
1998-2000 წწ. თბილისის საკრებულოს წევრი, საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
1997-2000 წწ. მუშაობდა სახელმწიფო კანცელარიაში თანმიმდევრულად სახელმწიფო მრჩევლად, ეკონომიკური სამსახურის საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის განყოფილების უფროსის მოადგილედ, ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილედ, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოვალეობის შემსრულებლად.
1994-1996 წწ. წამყვანი მეცნიერი საქართველოს პოლიტოლოგიის ინსტიტუტში. ამავდროულად კითხულობდა ლექციებს ეკონომიკის სხვადასხვა დისციპლინაში თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები