მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტში ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტის განხილვა მიმდინარეობს

60f938444c865
BM.GE
22.07.21 13:16
573
პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხდომაზე, „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტის გადამუშავებული ვარიანტის განხილვა მიმდინარეობს.

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებებით, მთლიანი შიდა პროდუქტი 3,4 პროცენტიდან 7,7 პროცენტამდე იზრდება. დეფიციტი მცირდება 7, 6 დან 6,9 პროცენტამდე. სამთავრობო ვალი მცირდება 54, 6 პროცენტამდე. ბიუჯეტის შემოსულობები იზრდება 1 მილიარდ 175 მილიონი ლარით და მთავრობა ზრდის გადასახდელებს 1 მილიარდ 114 მილიონი ლარით. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მომავალ წელს თითქმის 19, 5 მილიარდი ლარი დაიხარჯება.

ბიუჯეტის პროექტში ცვლილებები განხორციელებულია ასევე, სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის მწარმოებლური სექტორის პროგრამების ხელშეწყობის და პანდემიასთან დაკავშირებული ჯანდაცვის ხარჯების მიმართულებით.

პანდემიასთან დაკავშირებული ჯანდაცვის ხარჯები, 446 მილიონი ლარის დამატების შემდეგ, ჯამში 846 მილიონ ლარი შეადგენს. ვაქცინაციისთვის, დაახლოებით,150 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული.

პარლამენტის წევრებს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე აცნობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები