მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტში ხვალ პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით კონსტიტუციურ წარდგინებაზე ხელმოწერების ნამდვილობის საკითხს განიხილავენ

საქართველოს პრეზიდენტი
BM. GE
10.09.23 18:24
5

ხვალ, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ ორ საკითხს განიხილავენ:

1. საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ქეთევან დუმბაძის ადგილმონაცვლის ქეთევან ჩარკვიანის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხის განხილვა;

2. კონსტიტუციურ წარდგინებაზე საქართველოს პარლამენტის წევრთა ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმების საკითხის განხილვა;

შეგახსენებთ: "ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო. მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, იმპიჩმენტი პრეზიდენტის მიერ "კონსტიტუციის დარღვევით" არის განპირობებული, რაც მის მიერ უცხოეთში - გერმანიასა და ბელგიაში დაგეგმილ ვიზიტს უკავშირდება, რისთვისაც მას მთავრობამ ნებართვა არ მისცა.

კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტზე „ქართული ოცნება“ მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოსაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები