მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პასუხისგებაში მისცეს 7 პირი, რომლებიც ხის მასალის შეძენა-რეალიზაციას კანონდარღვევით ეწეოდნენ

646b078ff2649
BM.GE
22.05.23 10:14
502
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, მოტყუებით, სახელმწიფო ბიუჯეტის ქონებრივი დაზიანებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტებზე, პასუხისგებაში 7 პირი მისცეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით, წინასწარი შეთანხმებით, ურთიერთშორის გაწერეს ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ხის მასალის თითქოსდა რეალიზაციის თაობაზე, რა გზითაც შეიქმნეს დღგ-ს ყალბი აქტივი, რომელიც შემდგომში გამოიყენეს მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად. დადგენილ იქნა, რომ ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა ჯამში დაახლოებით 200 000 ლარის ზიანი.

გამოძიების ამ ეტაპზე, ზიანის დაფარვის სახით, ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურებულია 70 000 ლარი.
ტარდება შესაბამისი ღონისძიებები მიყენებული ზიანის სრულად დაფარვის უზრუნველსაყოფად.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 185-ე და 218-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები