მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2020 - განაცხადების მიღებას იწყებს

BM.GE
16.11.20 10:48
628
„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ ორგანიზებით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით წელს უკვე მესამედ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2020 იღებს სტარტს და 7 დეკემბრამდე განაცხადების გაგზავნა მსურველებს უკვე შეუძლიათ.

ჯილდო ბიზნეს კომპანიებს მათ მიერ განხორციელებული კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ინიციატივებისათვის გამოარჩევს და კონკურსი მიზნად ისახავს საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებას და საზოგადოებაში ცნების პოპულარიზაციას, კომპანიების წახალისებას დანერგონ საკუთარ საქმიანობაში CSR-პრინციპები და მიდგომები და გახდნენ სამაგალითო სხვებისთვის. რა მიზანს ემსახურება მელიორა და რა მნიშვნელობა აქვს მას კომპანიებისთვის?

სტუმრები: ელენე ჩხეიძე - საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის CSR ექსპერტი;
ალექს მატუა - "პროკრედიტ ბანკის", გენერალური დირექტორი


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები