კომპანია „სვიფ ლენდ გრუპის“ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ბრენდინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირმა ელბაქიძე bm.ge-სთან პროექტ „ჰოლივუდ სითის“ გეგმებზე საუბრობს. „ჰოლივუდ სითი“ მრავალფუნქციური კომპლექსია, რომელსაც კასპში კომპანია „სვიფ ლენდ გრუპი“ აშენებს.
„აქ ბუნება იმდენად საინტერესოა, რომ გვინდა პატარა გადასაღები მოედნები მოვაწყოთ, სადაც სხვადასხვა სატელევიზიო კინოპროექტებს, სხვადასხვა პროექტის განხორციელების საშუალება მიეცემათ. ჩვენგან ნებართვას მოითხოვენ და ადგილზე გადაღებების წარმოებას შეძლებენ.
ამას დავამატებ, რომ დაწყებული გვაქვს მოლაპარაკებები რიგ კომპანიებთან. ვგეგმავთ საზაფხულო სკოლის დაფუძნებას კინოხელოვნების დარგში უცხოელი სპეციალისტების მოწვევით , რაც ხელს შეუწყობს კინო ინდუსტრიის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში და ზოგადად რეგიონში“ - აცხადებს „სვიფ ლენდ გრუპის“ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ბრენდინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.