მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#PechaKucha - მეწარმე ქალების გამოცდილების გაზიარება

BM.GE
14.06.21 12:20
627
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, თემაზე „ქალები თანასწორი ბიზნესისთვის“ გასული კვირის მუწურულს სტამბაში ახალგაზრდა მეწარმე ქალებმა საკუთარი გამოცდილება აუდიტორიას PechaKucha ფორმატით გაუზიარეს, რომელიც მსოფლიოში პოპულარული პლატფორმა PechaKucha Nights-ს წარმოადგენს და რომელიც თბილისში უკვე მეთოთხმეტედ ტარდება. მასში მონაწილეობა 6-მა ქართველმა მეწარმე ქალმა მიიღო და თითოეული მათგანი საკუთარ 6-წუთიან პრეზენტაციაში, საქმიანობის წარდგენასთან ერთად, სტუმრებს უამბობდა, თუ რატომ არის თემა „ქალები თანასწორი ბიზნესისთვის“ მნიშვნელოვანი, აქტუალური, საინტერესო და შთამაგონებელი. აღსანიშნავია, რომ მონაწილეების უმეტესობამ ბიზნესი გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტების მხარდაჭერით დაიწყო ან განავითარა.

თავის მხრივ, PechaKucha Nights არის პლატფორმა, რომლის დახმარებითაც ინოვატორები, მეწარმეები და ცვლილებების ინიციატორები აუდიტორიას საკუთარ იდეებზე, პროექტებსა და ნამუშევრებზე უყვებიან. იგი ტოკიოში, 2003 წელს, ახალგაზრდა დიზაინერებმა წამოიწყეს და დღეს უკვე 1200-ზე მეტ ქალაქში იმართება. ღონისძიების ფორმატი მონაწილეებისგან 20 ვიზუალისგან შემდგარი პრეზენტაციის წარდგენას ითვალისწინებს, თითოეულზე სასაუბროდ კი მათ მხოლოდ 20 წამი აქვთ.

სტუმარი: ანა ფაშალიშვილი, - გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის ანალიტიკოსი;
თამარ დავითულიანი - ჰოსტელი "გარემო", თანადამფუძნებელი;



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები