მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პეტრო პოროშენკოს ქონება დაყადაღებულია - Reuters-ი

61d70c91bfb02
მარიამ ადამია
06.01.22 19:50
1874
კიევის პეჩერსკის სასამართლომ უკრაინის მეხუთე პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ქონების დაყადაღების შესახებ შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ამის შესახებ გამოცემა Reuters-ი პოროშენკოს ადვოკატ იგორ გოლოვანზე დაყრდნობით იტყობინება. როგორც ცნობილია, ექსპრეზიდენტი უკრაინაში 17 იანვარს დაბრუნებას და სასამართლოზე გამოცხადებას გეგმავს.

დაყადაღების მიზეზად, უკრაინელი პროკურორები, პოროშენკოს, 2014-2015 წლებში, აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების დაფინანსებაში მონაწილეობას ასახელებენ,
ამიტომაც მის წინააღმდეგ გამოძიება სახელმწიფო ღალატის, ტერორიზმის დაფინანსების საქმეზე მიმდინარეობს.

თავად პოროშენკო ბრალდებებს უარყოფს. ადვოკატის თქმით, ექსპრეზიდენტის დაცვის მხარე ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

ინფორმაციისთვის, პოროშენკო, უკრაინის ერთ-ერთი უმდიდრესი მოქალაქე, დეკემბრის ბოლოდან უკრაინის ფარგლებს გარეთ იმყოფება. პოროშენკოს მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ აქტივების დაყადაღება ამჟამინდელი პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის პირადი შურისძიების შედეგია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები