მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Pfizer-BioNTech-ი ვაქცინის წარმოებას 2.5 მლრდ დოზამდე ზრდის

6063211b940fa
თათია კაკიაშვილი
30.03.21 23:00
1305

Pfizer-BioNTech-მა COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოება გაზარდა. როგორც Bloomberg იუწყება, 2021 წლის ბოლოს კომპანია 2.5 მილიარდ დოზას აწარმოებს, რომლებიც შესაბამისი პირობების დაცვით სპეციალურ მაცივრებში შეინახება. კომპანიის ადმინისტრაციის განცხადებით, პრეპარატის დოზები დაგეგმილზე ერთი მეოთხედით გაიზრდება.

COVID-საწინააღმდეგო ვაქცინის დოზებზე მსოფლიო მოთხოვნის ზრდამ აჩვენა, რომ პრეპარატის მწარმოებლებმა წარმოების მოცულობა უნდა გაზარდონ. ტარგეტირების ზრდის გადაწყვეტილება კი Pfizer-BioNTech-მა უკვე რამდენჯერმე მიიღო, რითაც, კომპანიის მენეჯმენტის განცხადებით, ვაქცინის სხვა მწარმოებელ კომპანიებთან, მაგალითად, AstraZeneca-სთან, დაპირისპირებას თავიდან იცილებენ. ამ კონკურენციის უპირატესობა ისაა, რომ მსოფლიოს ვაქცინის პრეპარატების ნაკლებობა არ ემუქრება.

„ჩვენ ვხედავთ გაზრდილ მოთხოვნას, შესაბამისად, მართალია, ამ დროისთვის 2.5 მილიარდი დოზის წარმოებისთვის ვემზადებით, მაგრამ კიდევ არის შესაძლებლობა, რომ პრეპარატის წარმოება მეტად გავზარდოთ“, - განაცხადა Pfizer-BioNTech-ის აღმასრულებელმა დირექტორმა უღურ შაჰინმა.

ამასთან, როგორც შაჰინმა წლის დასაწყისში განაცხადა, წელს 2 მილიარდი დოზის წარმოება 1 მილიარდი ადამიანის იმუნიზაციისთვის საკმარისი იქნებოდა, ხოლო მომავალ წელს, წინასწარი ცნობით, კომპანია 3 მილიარდი დოზის წარმოებას გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები