Forbes-ის თანახმად, თამბაქოს ნაწარმის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი Philip Morris International-ი შვედურ კომპანია Swedish Match-ს $16 მილიარდ დოლარად ყიდულობს. გარიგების შედეგად, PMI სიგარეტის უკვამლო ალტერნატივების პორტფელს გააფართოვებს, რადგანაც Swedish Match-ი სწორედ უკვამლო პოდუქტებით არის ცნობილი.
Swedish Match-ის ყველაზე პოპულარული პროდუქტია “სნუსი”, რაც მცირე ზომის შეფუთვაში მოთავსებული დაფქვილი თამბაქოა, რომელსაც მომხმარებელი ორალური გზით იღებს. Swedish Match-ი ასევე ყიდის დასაღეჭ თამბაქოსა და სიგარებს.
2021 წელს Swedish Match-ის შემოსავალი 16.5 მილიარდი კრონა, ანუ 1.65 მილიარდი დოლარი იყო.
Forbes-ის თანახმად, გარიგების შესახებ მხარეები უახლოეს დღეებში განაცხადებენ.
2021 წლის განმავლობაში Philip Morris International-ის შემოსავალი 82.2 მილიარდი დოლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 5 მილიარდით მეტია.