მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში - Gnomon Wise

642d1d89af6cc
BM.GE
05.04.23 18:23
562
2023 წლის 10 მარტს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ქვეყანაში 2022 წელს განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკა (წინასწარი) გამოაქვეყნა. სტატისტიკის მიხედვით, 2022 წელს საქართველოში 2 მლრდ აშშ დოლარის ინვესტიცია განცხორციელდა, რაც ერთი შეხედვით, რეკორდული მაჩვენებელია.

კვლევითი ინსტიტუტი Gnomon Wise, ანალიტიკური ნაშრომით, აფასებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ სტატისტიკას და წერს, რომ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. მას უკავშირდება ქვეყანაში დასაქმებისა და საშუალო ხელფასის ზრდის ტემპი, ფასების დონე, ტექნოლოგიური პროგრესი და სხვა მრავალი დადებითი ფაქტორი, რომელიც პირდაპირ კავშირშია ცხოვრების დონის განსაზღვრასთან.

ინვესტიციების მოზიდვა კი, თავის მხრივ, მრავალ მნიშვნელოვან ფაქტორს უკავშირდება, როგორიცაა საკუთრების დაცულობა, სასამართლოს დამოუკიდებლობა და ეფექტიანობა, კორუფციის დონე, კრიმინალი, გადასახადების და რეგულაციების რაოდენობა, ინფლაციის ტემპი და სხვა. სწორედ ამიტომ, ხშირად ნაცვლად იმისა, რომ მსჯელობა წარიმართოს ინვესტიციების მასშტაბის სიმცირის გამომწვევ მიზეზებზე, ხდება მისი მაჩვენებლებით მანიპულირება და ეკონომიკურად არასახარბიელო მდგომარეობა შეიძლება წარმატებად გასაღდეს. აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია სტატისტიკის სწორად წაკითხვა როგორც სამოქალაქო სექტორისთვის და მედიისთვის, ისე ეკონომიკური თემებით დაინტერესებული ნებისმიერი მოქალაქისთვის. ხშირად, ნომინალური მაჩვენებელი არაფრისმთქმელია. საჭიროა მისი შედარება და ანალიზი წლების მიხედვით და ქვეყნის განვითარების მაჩვენებლების შესაბამისად. ამისათვის კი, ყველაზე მრავლისმთქმელი კრიტერიუმი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ფარდობაა მთლიან შიდა პროდუქტთან.

ინსტიტუტის თანახმად, ამა თუ იმ წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნომინალური მაჩვენებელი შეიძლება მაღალი ან თუნდაც რეკორდული იყოს, მაგრამ მშპ-სთან შეფარდებით, სრულებით სხვა სურათი მივიღოთ. მაგალითად, 2022 წელს რეკორდული 2 მილიარდი დოლარი ეკონომიკასთან მიმართებით, 8.1%-ია მაშინ, როცა მაგალითად, 2003 წელს იგივე მაჩვენებელი 335 მლნ აშშ დოლარი იყო, ხოლო მშპ-სთან მიმართებით 8.4%. აღსანიშნავია, რომ ყველაზე წარმატებული წლები 2006 და 2007 იყო, როდესაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდებით 15% და 17% იყო.

ვრცლად დოკუმენტი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე


(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები