მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირები, რომლებიც სახელის გამტეხი ცნობის გავრცელების მუქარით დაზარალებულს თანხას სძალავდნენ, დააკავეს

6398a22c30c6a
BM.GE
13.12.22 20:09
489
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს გავრცელების, სქესობრივი კავშირის იძულების და გამოძალვის ფაქტზე ორი პირი დააკავა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველოში, 2022 წლის 24 ნოემბერს, მ.შ-ს პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვისა და გამოყენების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2000 წელს დაბადებული ბრალდებული ბ. გ. და 1997 წელს დაბადებული ა.ხ, როგორც სატელეფონო კომუნიკაციისას, ასევე პირადი შეხვედრისას, დაზარალებულს ემუქრებოდნენ, რომ თუ ეს უკანასკნელი მათთან არ დაამყარებდა სქესობრივ კავშირს გაახმაურებდნენ მისი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებსა და ინტიმური შინაარსის ფოტოსურათებს.

ასევე, ბრალდებულმა ა.ხ.-მ დაზარალებულთან იძულებით დაამყარა სქესობრივი კავშირი, რაც ფარულად გადაიღო თავისი კუთვნილი მობილური ტელეფონით, რის შემდეგაც გააკეთა ვიდეოს ე.წ „სქრინები“ (ფოტოსურათები) და „ფეისბუქის“ აპლიკაცია „მესენჯერის“ საშუალებით აღნიშნული ფოტოსურათები გაუგზავნა სხვა პირებს, ხოლო ბრალდებულმა ბ.გ-მ სახელის გამტეხი ცნობის გავრცელების მუქარით დაზარალებულს გამოსძალა თანხა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2022 წლის 29 ნოემბერს ორივე პირი დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით.

2022 წლის 30 ნოემბერს, დაკავებულ ბრალდებულებს საქართველოს პროკურატურის მიერ წარედგინათ ბრალდება სსკ-ის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით(პირადი ცხოვრების საიდუმლოს გავრცელება), 139-ე მუხლის პირველი ნაწილით (სქესობრივი კავშირის იძულება) და 181-ე მუხლის პირველი ნაწილით (გამოძალვა სახელის გამტეხი ცნობის გავრცელების მუქარით) და სასამართლოს მიერ შეეფარდათ პატიმრობა", - წერია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები