მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პიროტექნიკით დაბინძურებულმა ჰაერმა შესაძლოა გამოიწვიოს ბრონქოსპაზმი, სუნთქვის გაძნელება და ა.შ. - იმუნოლოგიის ცენტრი

63ac14c406b6e
ინგა მურუსიძე
28.12.22 14:35
501
ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი ფეიერვერკების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და მოქალაქეებს მოუწოდებს, არ გამოიყენონ ისინი. 

"კვლევები ცხადყოფს, რომ პიროტექნიკის გამოყენებით ატმოსფერული ჰაერი ბინძურდება მეტალის კომპონენტებით და აფეთქებისას გამოყოფილი მავნე აირებით.

დაბინძურებული ჰაერის ინჰალაციის (შესუნთქვის) შედეგად, მაღალი რისკის ქვეშ ექცევიან ზედა სასუნთქი გზების დაავადებების მქონე პირები, განსაკუთრებით კი ის ადამიანები, რომელთა ასთმაც არ არის კარგად კონტროლირებული.

დიდი რაოდენობით მომწამვლელი ნივთიერებების შესუნთქვამ, როგორც ჯანმრთელ, ასევე სასუნთქი სისტემის დაავადების მქონე ადამიანებში, შეიძლება გამოიწვიოს ბრონქოსპაზმი, სუნთქვის გაძნელება, „მოხჩობის“ შეგრძნება, ხველა, ცხვირიდან გამონადენი, ცრემლდენა, თვალების, ცხვირის ქავილი და ა.შ.

როგორ მოიქცეთ, თუ აღმოჩნდით გარემოში, სადაც გამოყენებულ იქნა ნებისმიერი სახის ასაფეთქებელი საშუალება? - მიიღეთ თქვენი ალერგიის საკონტროლო პრეპარატები! შენობაში, ასაფეთქვებელი საშუალებების შემთხვევით გაშვების შემთხვევაში, გაანიავეთ ოთახი, ჩამოიბანეთ თვალები და სახე! მოერიდეთ ფეირვერკების ქვეშ დგომას!", - ნათქვამია ორგანიზაციის ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები