მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირველად ისტორიაში EasyJet 800 მილიონი ფუნტი სტერლინგის ზარალზე აცხადებს

5f7f14c9b1141
ნათია თაქთაქიშვილი
08.10.20 18:00
1030
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია EasyJet აცხადებს, რომ 800 მილიონი ფუნტი სტრელინგის ზარალს მოელის წლის ბოლოსთვის, მაშინ როდესაც ანალიტიკოსები 794 მილიონი სტრელინგის ზარალს პროგნოზირებდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

EasyJet აღნიშნავს, რომ ავიაკომპანია მხოლოდ 25%-იან დატვრითულობას მოელის მომავალი წლისთვის.

„ავიაცია არსებობის მანძილზე პირველად მწვავე პრობლემის წინაშე დგას. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ სასწრაფოდ უნდა შეიმუშაოს დახმარების პაკეტი, რომელიც ავიასექტორს ეკონომიკურად გაძლიებაში და აღდგენაში დაეხმარება“,- განაცხადა EasyJet-ის აღმასრულებელმა დირექტრომა იოჰან ლუნდგრენმა.

EasyJet-ის განცხადებით, ავიაციას სწრაფად აღდგენის იმედები მას შემდეგ გაუქრა, რაც მთავრობებმა ავაიმიმოსვლაზე საკარანტინე რეგულაციები შემოიღეს და ისინი დღემდე აქტიურია.

ავიაკომპანია აღნიშნავს, რომ ზაფხულისთვის, რაც პიკურ პერიოდად ითვლება, ავიკომპანიის დატვირთულობამ მხოლოდ 38 პროცენტი შეადგინა, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები