მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირველადი ჯანდაცვის რეფორმა ექიმებისა და ექთნების გადამზადებას გულისხმობს - ტიკარაძე

60506bafa5202
ინგა მურუსიძე
16.03.21 12:29
566
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების მიერ მომზადებული პირველადი ჯანდაცვის რეფორმის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას ეკატერინე ტიკარაძე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი აკაკი ზოიძე და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სილვიუ დომენტე ესწრებოდნენ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფუნდამენტური რეფორმა დაავადების დიაგნოსტიკას, მკურნალობას, პროფილაქტიკის კუთხით ღონისძიებების ხარისხის ამაღლებასა და ექიმების კვალიფიკაციას გულისხმობს.

უწყებაში განმარტავენ, რომ მაღალხარისხიანი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული, პიროვნებაზე ორიენტირებული პირველადი ჯანდაცვის სერვისების მიწოდება ცალკეულ პირთა ჯანმრთელობის საჭიროებებს კიდევ უფრო გააუმჯობესებს.

„პირველადი ჯანდაცვის რეფორმაზე, სამინისტრომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად იმუშავა. პროცესში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აქტიურად იყო ჩართული. რეფორმა პირველადი ჯანდაცვის ექიმებისა და ექთნების გადამზადებასა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას გულისხმობს. ეს ყველაფერი ჩვენი მოქალაქეებისთვის 1 ივნისიდან იქნება ხელმისაწვდომი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები