მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირველი ვერტიკალური სათბური საქართველოში იანვრიდან ონლაინ პლატფორმას უშვებს

5fabc835aebab
ლიკა გურაბანიძე
12.11.20 09:45
2016

Space farms-ი საქართველოში პირველი ვერტიკალური სათბურია, რომლის შექმნის ექსპერიმენტი წარმატებული აღმოჩნდა. Space farms-ის პროექტის იდეის ავტორმა ტუსია ღარიბაშვილმა “საქმიან დილაში” "თიბისი სტარტაპერის” რუბრიკაში განაცხადა, რომ პანდემიის პირობებში Space farms-მა ადაპტაცია შეძლო და რეალობას უფრო მოერგო.

"თუ ჩვენ ადრე მხოლოდ რესტორნებს ვემსახურებოდით, ახლა ჩვენი პროდუქტი ხელმისაწვდომი საცალო მომხმარებლისთვისაც გახდა. ამ ეტაპზე საკურიერო მომსახურებაზე ვართ, ხოლო იანვრიდან ონლაინ პლატფორმას ჩავუშვებთ, რომლის საშუალებითაც მომხმარებლები ჩვენი პროდუქციის გამომწერები გახდებიან და ფერმიდან ცოცხალი ბოსტნეული სახლში ფესვიანად მიუვათ.
დღეს ჩვენი სათბური 150 კვ.მ-ზეა განთავსებული და თვეში 2- ჯერ, დაახლოებით, 450 ადამიანს მოვემსახურებით. ახლა ჩვენი მომხმარებელი ძირითადად “აჭარა ჯგუფის” რესტორანია.

ერთ-ერთი ჩემი მთავარი გეგმა, მუშაობის პროცესში ახალგაზრდა აგრონომების ჩართვა იყო, რადგან მუშაობის სპეციფიკა ტრადიციული სასათბურე მეურნეობისგან ძალიან განსხვავდება. სამომავლო გეგმები დასახულია და მუშაობას უწყვეტად ვაგრძელებთ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები